დაზიანებული გზები ქედაში

27 ივნისი 2018, 00:00 2038 ნახვა

​ბათუმი-ქედის მონაკვეთზე დაზიანებულ ასფალტის საფარს, კიდევ ერთი პრობლემა შეემატა - არ არის აღდგენილი ის ზღუდარები, რომლებიც სხვადასხვა მიზეზით, მათ შორის ავარიებისას ზიანდება. ზოგიერთ შემთხვევაში კი წითელი ლენტებითაა ჩანაცვლებული. როგორც იცით აღნიშნული ე.წ. მოაჯირები ასრულებს დამცავ მთავარ ფუნქციას, შესაბამისად მნიშვნელობაც მაღალია.

რაც შეეხება ასფალტის საფარს, ჯერ- ჯერობით სრული მოწესრიგება არ იგეგმება, შესაბამის უწყებებში ამბობენ რომ ბუნებრივი აირის მილების გაყვანისას დაზიანებულ მონაკვეთებს შესაბამისი კომპანია აღადგენს. ასევე გეგმაშია, მძიმე ტექნიკის გადაადგილებით დაზიანებული მონაკვეთების აღდგენა არა თუმცა, მათი წონის კონტროლი.

ილონა შავლიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში