ბათუმში სამარშრუტო ტაქსების მძღოლები გაიფიცნენ

28 ივნისი 2018, 00:00 2790 ნახვა

ამ წუთებში, ხელვაჩაურისა და ბათუმის ნაწილში სამარშრუტო ტაქსები არ მოძრაობენ. მძღოლები გაიფიცნენ. მოქალაქეები გაჩერებაზე დგანან და აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელთან ამბობენ, რომ 15 წუთზე მეტია ელოდებიან სამარშრუტო ტაქსებს.

ბათუმის მერიაში კი, გვეუბნებიან, რომ ამ დრომდე არ აქვთ გაფიცვის შესახებ ინფორმაცია, შესაბამისად მუნიციპალური ტრანსპორტი განსაკუთრებული მუშაობის რეჟიმზე არ გადასულა. 

სავარაუდოდ, სამარშრუტო ტაქსის მძღოლები ბათუმის მერიის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლის მიხედვითაც, მიკროავტობუსები, რომელიც მგზავრებს ემსახურება, უნდა განახევრდეს. ამ საკითხზე, საკრებულოს სხდომა 11 საათზეა ჩანიშნული, სწორედ იქ შეკრებას და აქციის მოწყობას გეგმავენ გაფიცული მძღოლები.

 

ფოტო: კობა ჩხეიძე

ამავე კატეგორიაში