''არაფერი ვიცოდით, ქალაქში ყველა მიმართულებით არც მუნიციპალური ავტობუსი დადის'' - მოქალაქე

28 ივნისი 2018, 00:00 2164 ნახვა

ქალაქში მოძრაობა ნაწილობრივ პარალიზებულია. მოქალაქეები სამარშუტო ტაქსებს ნახევარ საათზე მეტია გაჩერებებზე ელოდებიან. ამბობენ, რომ მძღოლების გაფიცვის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდათ. 

''არაფერი არ ვიცით. აქ ზოგიერთი მგზავრი ამბობს, რომ მძღოლები გაიფიცნენ. იგეგმება ხაზების შემცირება და ნახევარ საათიანი ინტერვალით მათი მოძრაობა. ნაწილი შეიცვლის მიმართულებას და მხოლოდ ბაგრატიონის ქუჩაზე ივლიან. ჩვენ მოქალაქეებმა რა გავაკეთოთ,. არანაირი ინფორმაცია არ გვქონდა ამის შესახებ, არც მუნიციპალური ავტობუსები დადის ყველა მიმართულებით, ისინი დიდი ინტერვალით მოძრაობენ. დაინახეთ აქ თქვენ რომელიმე ავტობუსი? - განაცხადა აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელთან ერთ-ერთმა მგზავრმა. 

დღეს დილით ბათუმსა და ხელვაჩაურში, სამარშუტო ტაქსების მძღოლების გაიფიცნენ. ისინი სამარშუტო ტაქსების რაოდენობის შემცირებას აპროტესტებენ.

ბათუმის მერიაში კი, გვეუბნებიან, რომ გაფიცვის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ , შესაბამისად მუნიციპალური ტრანსპორტი განსაკუთრებული მუშაობის რეჟიმზე არ გადასულა. 

ამავე კატეგორიაში