გაფიცული მძღოლები: გვტოვებენ უმუშევრად და ბათუმის საკრებულო დღეს ამას დააკანონებს

28 ივნისი 2018, 00:00 2518 ნახვა

"გვიზღუდავენ გორგილაძის ქუჩაზე მოძრაობას, ანახევრებენ ხაზებზე მიკროავტობუსების რაოდენობას, ასე უსამართლოდ გვექცევიან და გვტოვებენ სამსახურის გარეშე" - აცხადებს ერთ-ერთი გაფიცული მძღოლი. გაფიცვა დღეს დილით, მოულოდნელად დაიწყო. ქალაქში, ხაზის მიკროავტობუსების დიდი ნაწილი აღარ დადის. მოქალაქეებს კი გადაადგილების პრობლემა შეექმნათ, ნაწილი ტაქსით გადაადგილდება, ნაწილი კი უშედეგოდ ელოდება ტრანსპორტს გაჩერებაზე.

"საკრებულო დღეს მაშუტკების განახევრების შესახებ გადაწყვეტილებას გააფორმებს, სწორედ ამიტომ შევიკრიბეთ აქ და ვაპროტესტებთ ამას. თავიდან ტექდათვალიერებას ვერ გადიხართო გვითხრეს, ბანკიდან გამოვიტანეთ ფული და გავაახლეთ სატრანსპორტო საშუალება, ახლა კი ამბობენ, რომ რაოდენობა უნდა შეამცირონ".

გაფიცული მძღოლები ვარდების სკვერში არიან შეკრებილები და 11 საათზე ჩანიშნულ საკრებულოს სხდომას ელოდებიან. 

 

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში