ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა საკრებულოს სხდომა ხულოში

28 ივნისი 2018, 00:00 2058 ნახვა

ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა საკრებულოს სხდომა ხულოში. დეპუტატთა ნაწილმა ინფრასტრუქტურის სამსახურში შესული ცვლილებები გააპროტესტა, რომელთა მიხედვითაც ზედამხედველობის სამსახურის ფუნქციების ნაწილის განხორციელება ინფრასტრუქტურის სამსახურს დაევალა. ნარჩენების მართვას და მშენებლობებს დღეიდან ზედამხედველობის სამსახური გააკონტროლებს.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრები ცვლილებას ზედამხედველობის სამსახურისადმი მერის უნდობლობას უკავშირებენ. ირაკლი ჯორბენაძემ სხდომაზე მერის იმპიჩმენტის საკითხიც დასვა, მისი განცხადებით ხულოს მერი ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ვერ აკონტროლებს და მაგალითისთვის კურორტ ბეშუმში უხარისხოდ შესრულებული კეთილმოწყობითი სამუშაოები მოჰყავს.

ბრალდების ადრესატის გოჩა მელაძის განცხადებით,  კურორტზე უხარისხო სამუშაოების გამო კომპანიას ოფიციალური წერილით რამდენიმე თვის წინ მიმართეს და პრობლემა სეზონის გახსნამდე მოგვარდება. მერის ინფორმაციით, მიმდინარე წელს კურორტზე მიწების და სახლების რეგისტრაცია მოხდა და გამრიცხველიანებაც დაიწყება.  დღესვე საკრებულოს გადაწყვეტილებით, სხალთს საჯარო სკოლას აბესალომ აბაშიძის სახელი მიანიჭეს. 

ამავე კატეგორიაში