კომიტეტებში მთავრობის ახალ სტრუქტურას მომავალი კვირიდან განიხილავენ

28 ივნისი 2018, 00:00 1490 ნახვა

სამთავრობო სტრუქტურის შესახებ პარლამენტი მომავალი კვირიდან დაიწყებს მსჯელობას საკომიტეტო ფორმატში. სტრუქტურული ცვლილებების დამტკიცების შემდეგ კი პარლამენტმა ნდობა უნდა გამოუცხადოს მინისტრთა ახალ კაბინეტს, რომელსაც პრემიერი წარადგენს.

ცვლილებებს რიგგარეშე სხდომაზე ივლისში დაამტკიცებენ. რაც შეეხება სტრუქტურას - მმართველ პარტიაში ამბობენ რომ მცირე მთავრობის კონცეფციით დაიზოგება ადმინისტრაციული და ბიუროკრატიული ხარჯები. საპარლამენტო ოპოზიცია კი რეალურ ცვლილებებს არ ელოდება და „ქართულ ოცნებას” სიცრუეში ადანაშაულებს. 

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში