ელტონ ჯონის კონცერტი საქართველოში

29 ივნისი 2018, 00:00 3278 ნახვა

ცნობილი ბრიტანელი პოპ-მომღერალი, პიანისტი და კომპოზიტორი  ელტონ ჯონი საქართველოში კონცერტებს ხვალ და ზეგ გამართავს. ლეგენდარული მომღერლის და მისი ბენდის კონცერტები შეკვეთილში ბლექ სი არენაზე  20:00 საათზე დაიწყება. საქართველოში ელტონ ჯონი 2017 წლის ტურნის Wonderful Crazy Night-ის ფარგლებში წარდგება. მუსიკოსი ძველ ჰიტებს და ბოლო სტუდიური ალბომის Wonderful Crazy Night-ის კომპოზიციებს შეასრულებს.

ელტონ ჯონის კონცერტი ჯერ კიდევ 2017 წლის 16-17 სექტემბერს უნდა გამართულიყო, მაგრამ ღონისძიება მომღერლის მეგობრისა და კოლეგის, დეივი ჯონსტონის შეუძლოდ ყოფნის გამო გადაიდო. შარშან შეძენილი ბილეთებით მაყურებელი ბლექ სი არენა-ზე შესვლას შეუფერხებლად შეძლებს. 16 სექტემბრის ბილეთებით შესვლა შესაძლებელია ხვალ 30 ივნისის კონცერტზე, 17 სექტემბრის ბილეთებით კი 1 ივლისისს. კონცერტზე დასასწრები ბილეთების 150 ლარიდან 700 ლარამდე მერყეობს.

ელტონ ჯონი 2018 წლის სექტემბერში ბოლო მსოფლიო ტურნეს — Elton Farewell Tour- იწყებს, რომელიც სამ წელს — 2021 წლამდე გასტანს. ამ პერიოდში იგი 300 კონცერტს გამართავს. საქართველოს რკინიგზამ“ ელტონ ჯონის კონცერტთან დაკავშირებით, თბილისი-ბლექ-სი არენა-ბათუმის მიმართულებით დამატებით რეისები დანიშნა. დღეს  თბილისი-ბათუმის მიმართულებით მატარებელი დილის 10 საათსა და 30 წუთზე გავა, ხოლო ბათუმიდან 17 საათსა და 10 წუთზე. 30 ივნისსა და 1 ივლისს, კი თბილისიდან 14 საათსა და 10 წუთზე გავა და ბლექსიარენასთან მდებარე ბაქანზე 18 საათსა 30 წუთზე ჩავა. კონცერტის დასრულების შემდეგ  მატარებელი, იმავე ბაქანიდან თბილისის მიმართულებით გაემგზავრება.

ამავე კატეგორიაში