სანდასუფთავების გადასახადის ამოღება მკაცრდება

29 ივნისი 2018, 00:00 2113 ნახვა

ბათუმის მერია ნაგვის გადასახადის ამოღებას გაამკაცრებს. სავალდებულო გადასახადს ამ დროისთვის ქალაქში მცხოვრები მოსახლეობის დიდი ნაწილი არ იხდის. მერიაში გამატავენ, რომ ამ დრომდე მოსაკრებელი მოქალაქეებისა და კომპანიების კეთილ ნებაზე იყო, სანდასუფთავების სამსახური კი მწირი რესურსის გამო გადასახადის ამოღებას ვერ ახერხებდა.

რეორგანიზაციისას მოსაკრებლის გადახდის სამსახური შეიქმნა, რომლის თანამშრომლებიც უშუალოდ გადამხდელებთან მივლენ. მოქალაქეებს  არსებული დავალიანების გადახდა ერთდროულად ევალებათ, თუმცა მერიაში მიმართვის შემთხვევაში დავალიანების დაფარვის მოქნილი გრაფიკი შედგენის საშუალება მიეცემათ.

ამავე კატეგორიაში