ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრების შეცვლაზე იმსჯელს დღეს საკრებულოს სხდომაზე

29 ივნისი 2018, 00:00 2044 ნახვა

ხელვაჩაურის  მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრების შეცვლაზე იმსჯელს დღეს საკრებულოს სხდომაზე. ხელვაჩაურის საზღვრებში ისევ უნდა მოექცეს ადმინისტრაციული ცენტრი. საკრებულოს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარის განმარტებით, 6 თვის განმავლობაში დროებითი სამუშაო ჯგუფი აღნიშულ საკითხზე მუშაობდა, გამოიკითხა მოსახლეობაც, ახლა კი სქემატური რუკა შემუშავდება, რომელიც სავარაუდოდ 20 ივლისისთვის  იქნება მზად. იგი დასამტკიცებლად პარლამენტს გადეგზავნება. დეპუტატებმა  დღესვე კენჭი უყარეს 2018 წლის ბიუჯეტის დამტკიცებას.

შემოსავლების ნაწილში  ბიუჯეტი 365 ათას 658 ლარით გაიზარდა, ემატება ასევე 14 ახალი პროექტი. ბიუჯეტში  განსახორციელებელ ცხვლილებებს ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის’’ წევრების მხრიდან უკმაყოფილება მოჰყვა და  მათ პროტესტის ნიშნად სხდომა დატოვეს. მიშა ბოლქვაძის თქმით,  ტრანსპორტის ექსპულატაციისა და მოვლა შენახვისთვის გამოყოფილი 60 ათასი ლარი არამიზნობირვია

ამავე კატეგორიაში