მე-10 ჯაზ-ფესტივალი დღეს გაიხსნება

15 ივლისი 2016, 00:00 3806 ნახვა

სულ ცოტა ხანში ბათუმში ბლექსი ჯაზ ფესტივალის მეათე  საიუბილეო წელი ქუინსი ჯონსის კონცერტით გაიხსნება. ბათუმის კორტებზე მელომანების  შეკრება 8 საათიდან დაიწყება, დაახლოებით 3 საათში ბათუმურ სცენას 28 გრემის მფლობელი კომპოზიტორი, მესაყვირე, არანჟირების ავტორი და მუსიკალური პროდუსერი ქუინსი ჯონსი ქართველი მსმენელის წინაშე სპეციალური პროგრამით ახალგაზრდა ვარსკვლავებთან ერთად  წარდგება.  `ქუინსი ჯონს ენდ ზე გლობალ გამბო ოლ სტარს”-  პროექტის  ფარგლებში  ქუინსო ჯონსმა ბათუმში  ახალგაზრდა ნიჭიერი მუსიკოსები რიჩარდ ბონა, ალფრედო როდრიგესი და ჯაკობ კოლიერი ჩამოიყვანა. ისინი ჯაზ-ფესტივალის  გახსნის  დღეს  სამსაათიან   საკონცერტო პროგრამას  წარმოადგენენ.  

ამავე კატეგორიაში