ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი -შეფასებები

30 ივნისი 2018, 00:00 1653 ნახვა

საქსტატის მონაცემებს, რომლის მიხედვითაც მაისში საქართველოში 7,5 პროცენტიანი ეკონომიკური ზრდა იყო დადებითად აფასებენ პარლამენტის წვერები უმრვლესობიდან, თუმცა განმარტავენ, რომ ეს მაჩვენებელი არასაკმარისია,  რადგან აუცილებელია ბიზნესისა და ეკონომიკის განვითარება რათა ქვეყანაში სიღარიბის და უმუშევრობის  დონე შემცირდეს. ეკონომიკის მინისტრის თქმით, საერთაშორისო  ვაჭრობის კუთხით მაისის თვეში 50 პროცენტიანი ზრდა დაფიქსირდა, ექსპორტის მაჩვენებელი კი 25 პროცენტამდეა.

ცინიკურს უწოდებს ციფრებს ნაციონალური მოძრაობის წევრი რომან გოცირიძე. მისი თქმით, თუ კი ქვეყნა წინ მიდის და ეკონომიკური მდგომარეობა უმჯობესდება, მაშინ რატომ დატოვა პრემიერის პოსტი გიორგი კვირიკაშვილმა და რატომ შეიცვალა ეკონომიკის მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი.

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში