მოზარდების მკვლელობის საქმეზე შექმნილი საპარლამენტო კომისიის სხდომა

30 ივნისი 2018, 00:00 1592 ნახვა

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე, დროებითი საგამოძიები კომიიის სხდომა გაიმართა. დღის წესრიგით ორი პროცედურული საკითხი განიხილეს. მათ შორის იყო მოწმეების დაკითხვაც. კომისიის გადაწყვეტილებით ორშაბათიდან შინაგან საქმეთა სამინისტროს რამდენიმე თანამშრომლებს დაკითხავენ. კომისიის სხდომაზე გახდა ცნობილი ისიც, რომ სამშაბათიდან ინციდენტში არასრულწლოვანთა დაკითხვაც დაიწყება, თუმცა დახურულ ფორმატში.

როგორც ამას კანონი ითვალისწინებს. კომისიის თავმჯდომარემ სერგი კაპანაძემ აღნიშნა, რომ მას ზვიად კუპრავა დაუკავშირდა, რომელიც სხდომაზე მოსვლას და მის მიერ ჩატარებული პარალელური გამოძიების შედეგების გაცნობას ითხოვდა, რასაც უმრავლესობის წარმომადგენლებს არ დაეთანხმნენ. ასევე ორშაბათს განიხილავენ იმ რეკომენდაციებს რომელიც კომისიამ შეიმუშავა ომბუდსმენსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს გააცნეს.

ამავე კატეგორიაში