საგამოძიებო კომისიის რეკომენდაციები

30 ივნისი 2018, 00:00 1776 ნახვა

საგამოძიებო კომისიის სხდომამდე დღეს პარლამენტში დანაშაულის უშუალო გამომძიებლის ირაკლი ფიფიას ახსნა-განმარტებას მოისმინეს. კომისიის წევრები სერგი კაპანაძის ინიციატივაზეც მსჯელობდნენ. კომიიის თავმჯდომარის თქმით შეგროვდა საკმარისი რაოდენობა გარემოებებისა, რომელიც მიუთითებს, რომ საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი მიხეილ კალანდიას მიმართ შესაძლოა დაწყებული იყოს სისხლის სამართლებრივი დევნა, დავით სარალიძის მკვლელობაში თანამონაწილეობის მუხლით.

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, მოზარდების მკვლელობის საქმეზე შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისიისთვის არასამთავრობო ორგანიზაციების აზრი მნიშვნელოვანია. როგორც მამუკა მდინარაძემ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სახალხო დამცველის აპარატის წევრებთან შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა, შეხვედრაზე სავარაუდოდ იქნება საუბარი იმ რეკომენდაციებზე, რომელზეც მსჯელობა მომავალშიც გაგრძელდება, მათ შორის იურიდიული თვალსაზრისითაც, რამდენად მიზანშეწონილია ამ ეტაპზე ამ რეკომენდაციების მიღება.

ამავე კატეგორიაში