საგამოძიებო კომისია საქმის მთავარ გამომძიებელს ორშაბათს მოუსმენს

30 ივნისი 2018, 00:00 1967 ნახვა

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე, საგამოძიებო კომისია 2 ივლისს ზვიად კუპრავას, მოზარდების მკვლელობის საქმის გამომძიებელს, დეტექტივების სამმართველოს უფროსსა და თბილისის პოლიციის უფროსს დაკითხავს.

კომისიის თავმჯდომარემ სერგი კაპანაძემ აღნიშნა, რომ მას ზვიად კუპარავა დაუკავშირდა, რომელიც სხდომაზე მისვლას და მის მიერ ჩატარებული პარალელური გამოძიების შედეგების გაცნობას ითხოვდა.

სხდომაზე გახდა ცნობილი ისიც, რომ მომდევნო კვირიდან ინციდენტში მონაწილე არასრუწლოვანთა დაკითხვაც დაიწყება, თუმცა დახურულ ფორმატში, როგორც ამას კანონი ითვალისწინებს.

დღევანდელ სხდომაზე კიდევ ერთი პროცედურული საკითხი განიხილეს. ორშაბათს კომისია იმ რეკომენდაციებზე იმსჯელებს, რომელიც მესამე სექტორს დღეს გააცნეს. მოკლული მოზარდის დავით სარალიძის ოჯახის ადვოკატის ნესტან ლონდარიძის განცხადებით, ის დროებითი საგამოძიებო კომისიის მიერ შემუშავებულ ორივე რეკომენდაციას მხარს უჭერს.

როგორც ლონდარიძემ კომისიის წევრებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, დოკუმენტში ძირითადად დასმულია, ის საკითხები, რომელიც გამოძიებას უნდა გაეკეთებინა.

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში