რა რეაქცია მოჰყვა ფესტივალის დახურვას?

01 ივლისი 2018, 00:00 1579 ნახვა

ევროპის მოედანზე ღამით ფესტივალი “21-ე საუკუნის ბავშვები” გალა-კონცერტით დასრულდა. მოეწყო დაჯილდოვების ცერემონიაც. ორდღიანი ფესტივალის ფარგლებში, სხვადასხვა ნომინაციაში გამოვლენილ ანსამბლებსა და ინდივიდუალურ შემსრულებლებს სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ. ფესტივალში ლატვიის, აზერბაიჯანის, ყაზახეთის, უკრაინის, ბელარუსის, რუსეთისა და საქართველოს 450 ხელოვანი  მონაწილეობდა. გაიმართა საკონკურსო კონცერტები და მასტერკლასები. ფესტივალის ორი დღე გრძელდებოდა მოქალაქეების განხილვის თემა კი მისი დასკვნითი საღამო გახდა.

კრიტიკა ღონისძიების რუსულ ენაზე მიმდინარეობას მოჰყვა, თუმცა კონცერტს ორი წამყვანი ჰყავდა – ბელარუსი და ქართველი, შესაბამისად ღონისძიება ორ ენაზე ჩატარდა. ღონისძიების ორგანიზატორი კომპანიის მენეჯერი კულტურის მიმართულებით ვახტანგ ბერიძე ამბობს, რომ კონცერტის ქართულთან ერთად რუსულ ენაზე ჩატარება იმის გამო გადაწყდა, რომ მონაწილეებს შორის უმრავლესობა რუსულ ენოვანი იყო და გამოსვლები მათთვის იოლად გასაგები გამხდარიყო. მისი თქმით ფესტივალის მთავარი მიზანი კულტური ურთიერთობების გაღრმავება და  მოზარდების  დამეგობრებაა.

ამავე კატეგორიაში