შინაგან საქმეთა სამინისტროში ზაზა სარალიძესთან შეხვედრა მიმდინარეობს

03 ივლისი 2018, 00:00 1822 ნახვა

 ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის მამა ზაზა სარალიძე შინაგან საქმეთა სამინისტროში მაღალჩინოსნებს ხვდება. უწყებაში ჯერ ვერ აზუსტებენ ესწრება თუ არა შეხვედრას შს მინისტრი გიორგი გახარია. შეხვედრას სარალიძის ადვოკატიც ესწრება. 

დავით სარალიძის მამა კვლავ შვილის მკვლელების დაკავებას ითხოვს. მას მთელი ღამის განმავლობაში პროტესტის ნიშნად არ დაუტოვებია უწყება. მისი თქმით, ის ტერიტორიას არ დატოვებს, სანამ ჩხუბში მონაწილე მიხეილ კალანდიას არ დააკავებენ. შინაგან საქმეთა სამინისტროში კი მას უთხრეს, რომ კალანდიას დასაკავებლად საკმარისი მტკიცებულებები არ არსებობს. 

ამავე კატეგორიაში