ქვების ცვენა ხულოში

03 ივლისი 2018, 00:00 1616 ნახვა

მოსავლის განადგურებაზე საუბრობენ სოფელ დიაკონიძეებში. მიზეზი კლდიდან ქვათაცვენაა, რომელმაც მოსახლეობის განცხადებით  მიწის ნაკვეთები და სახლები დაბზარა. ქვები კლდიდან საცხოვრებელ სახლებთან  ახლოს, 5-10 მეტრში ცვივა.

შექმნილ ვითარებას შუახევ-ჰესისთვის გვირაბის მშენებლობას უკავშირებენ. ადგილობრივები მეორე წელია გეოლოგების სოფელში ჩასვლას და მდგომარეობას შესწავლას ითხოვენ, ასევე ფერდსამაგრი სამუშაოების ჩატარებას, რაზეც მერიაში უკვე განაცხადეს, რომ ბიუჯეტში არასაკმარისი თანხის გამო ვერ შეასრულებენ. რატომ ვერ შეისწავლა გეოლოგებმა კლდე რომელიც გაბზარულია და საფრთხეს ათეულობით ოჯახის უქმნის.

ამავე კატეგორიაში