ზურაბ გორგილაძის სახლ-მუზეუმის რეაბილიტაცია იწყება

03 ივლისი 2018, 00:00 2933 ნახვა

296 ათასი ლარი დაიხარჯება პოეტ ზურაბ გორგილაძის სახლ-მუზეუმის მოწყობისთვის.  შენობის რეაბილიტაცია მას შემდეგ დაიწყება რაც მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერს  გამარჯვებული კომპანია გამოვლინდება. პროექტი ქობულეთის მერიამ გასულ წელს შეიძინა, რომლისთვისაც ათი ათასი ლარი გადაიხადა.

მერიაში გვეუბნებიან, რომ მომავალ წელს ზურაბობის დღესასწულზე სოფელ გორგაძეეებში იქნება პოეტის სახელობის  სახლ-მუზეუმი, თუმცა ნაწილობრივ შეცვლილი პროექტით. თვითმმართველობაში აცხადებენ, რომ შენარჩუნდება შენობის ფასადი და მოწესრიგდება მიწისქვეშა კომუნიკაციები.

სახლი სადაც პოეტი ცხოვრობდა, წლების წინ უცხოეთის მოქალაქემ შეისყიდა, მოგვიანებით კი მისგან ბიზსნესმენმა იყიდა და  სახლ-მუზეუმის მოწყობის მიზნით სახელმწიფოს გასულ წელს აჩუქა. 

ამავე კატეგორიაში