ზურაბ პატარაძის გადაყენებას ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებად მიიჩნევენ ოპოზიციური პარტიების აჭარის წარმომადგენლები

04 ივლისი 2018, 00:00 1470 ნახვა

ზურაბ პატარაძის გადაყენებას ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებად მიიჩნევენ ოპოზიციური პარტიების აჭარის წარმომადგენლები. ევროპული საქართველოს ლიდერი პეტრე ზამბახიძე აცხადებს, რომ ზურაბ პატარაძემ ვერ შეძლო რეგიონის მართვის პერიოდში რეგიონი ფინანსური და ეკონომიკური პრობლემების წინაშე აღმოჩნდა.

ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი გიორგი კირთაძე აცხადებს, რომ აჭარის მთავრობის თავმჯდომარის გადაყენება გიორგი კვირიკაშვილს უკავშირდება და მიუხედავად იმისა, რომ პროცედურულად მთავრობის თავმჯდომარე აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩეულმა დეპუტატებმა უნდა დანიშნონ რეალურად მას ქართული ოცნების ლიდერი ბიძინა ივანიშვილი ნიშნავს.

ამავე კატეგორიაში