''გამორიცხული არაფერია'' - თორნიკე რიჟვაძე

04 ივლისი 2018, 00:00 4653 ნახვა

მისი შემცვლელის ვინაობა ზურაბ პატარაძეს დღეს არ დაუსახელებია. მან აღნიშნა, რომ კანდიდატის შერჩევის საკითხზე მიმდინარეობს კონსულტაციები, რომელშიც თავადაც არის ჩართული. საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ზურაბ პატარაძის შემცვლელად რამდენიმე კანდიდატი სახელდება: თორნიკე რიჟვაძე, ზაალ მიქელაძე, ცოტნე ანანიძე, ბადრი ნაკაშიძე და მამუკა ვასაძე.

თორნიკე რიჟვაძე ერთადერთია, რომელიც ამ პოსტზე თავისი კანდიდატურის წარდგენას არ გამორიცხავს და ასევე ერთ ერთია ვის შესახებაც კონსულტაციების მიმდინარეობა მმართველი გუნდის დეპუტატებმა დაადასტურეს.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში