სამოქალაქო სექტორი პატარაძის გადადგომას აფასებს

04 ივლისი 2018, 00:00 2263 ნახვა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის გადადგომას არასამთავრობო ორგანიზაციები მოულოდნელ გადაწყვეტილებად აფასებენ. მათი განმარტებით ზურაბ პატარაძემ გარკვეული ნაბიჯები გადადგა, თუმცა მაშტაბური და დამამახსოვრებელი ცვლილებები არ განუხორციელებია. მესამე სექტორი მიიჩნევს, რომ თუ კი პატარაძე „ქართული ოცნების“ გუნდმა გადააყენა საჭიროა მასზე მეტი შესაძლებლობების მქონე კანდიდატურა დანიშნონ. იხსენებენ, რომ პატარაძის მართველობის პერიოდში აჭარიდან გურ5იაში დიდი რაოდენობის ხეები გადაიტანეს, თუმცა გადათხრილი ტერიტორიები მეტწილად ეკონომიკის სამინისტროს ან კერძო მესაკუთრის მფლობელობაში იყო.

შესაბამისად პატარაძის ბრალეულობა რეგიონის ქარსაცავი ზოლის ცვლილებაში არ იკვეთება. მოლოდინია, რომ იგივე პროექტი ახალი თავმჯდომარის პირობებშიც გაგრძელდება. მესამე სექტორის წარმომადგენლები მას წინამორბედსაც ადარებენ და აღნიშნავენ, რომ   მედიასა და  ორგანიზაციებთან კომუნიკაბელურობით გამოირჩეოდა.

ამავე კატეგორიაში