პირველადი ჯანდაცვის ცენტრებს ავტომანქანები გადაეცათ

05 ივლისი 2018, 00:00 1967 ნახვა

პირველადი ჯანდაცვის ცენტრებს ავტომანქანები გადაეცათ. „სოფლად პირველადი ჯანდაცვის განვითარების ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში ხუთ ავტომანქანას ხელვაჩაურის, ორს ქობულეთის, ხოლო ერთს ხულოს პირველადი ჯანდაცვის ცენტრები მიიღებენ.

სამინისტრომ, 2018 წლის პროგრამის ფარგლებში, ჯამში 8 ავტომანქანა შეიძინა. აჭარაში სულ 56 პირველადი ჯანდაცვის ცენტრი ფუნქციონირებს, აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მაღალი გამავლობის ავტომანქანა 51 ცენტრს გადაეცა, ხოლო 5 ამბულატორიას სატრანსპორტო საშუალებები მუნიციპალიტეტების მერებმა შეუძინეს. 

ამავე კატეგორიაში