ნატო-საქართველო-უკრაინის ფორმატით შეხვედრა ნატოს სამიტზე 

05 ივლისი 2018, 00:00 1639 ნახვა

ბრიუსელის სამიტის დასკვნით დღეს ჩრდილო-ატლანტიკური საბჭო სახელმწიფოთა და მთავრობის მეთაურების დონეზე საქართველოსა და უკრაინის პრეზიდენტებს შეხვდება. სამმხრივ შეხვედრაზე პირველი მისასალმებელი სიტყვით ნატო-ს გენერალური მდივანი გამოვა. შეხვედრა მედიისთვის დახურული იქნება. განხილულ თემებსა და შედეგებზე ინფორმაციას ნატო-ს გენერალური მდივანი ჟურნალისტებს პრესკონფერენციაზე მიაწვდის. შეხვედრა 12 ივლისს შედგება.

მანამდე კი გაიმართება საქართველოს პრეზიდენტის შეხვედრა ნატო-ს გენერალურ მდივანთან. დაგეგმილია იენს სტოლტენბერგისა და გიორგი მარგველაშვილის ერთობლივი განცხადებები. საქართველოს პრეზიდენტის საერთაშორისო მდივნის განცხადებით, ნატო-ს სამიტისათვის მოსამზადებელ პერიოდში უმნიშვნელოვანესი ამოცანა იყო ალიანსის ყურადღების კონცენტრირება საქართველოზე და უსაფრთხოების იმ გამოწვევებზე, რომლის წინაშეც ქვეყანა დგას. ნატო-ს სამიტის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტს ექნება არაერთი ორმხრივი შეხვედრა, სადაც განხილული იქნება კონკრეტული ნაბიჯები, როგორც ალიანსთან ურთიერთობაში, ასევე ორმხრივ ფორმატში საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გასაძლიერებლად.

ამავე კატეგორიაში