დავადებული ხეები და მისგან გამოწვეული საფრთხეები

05 ივლისი 2018, 00:00 2553 ნახვა

ხულოში წითელ წიგნში შეტანილი ხეები ხმება. პრობლემას ათასობით წაბლის, ნაძვისა და თხმელას მრავალწლოვანი ხე და ქარსაცავი ზოლის ნაწილი შეეწირა.

ტყეს მავნებელი მწერები ანადგურებენ. მოსახლეობა რისკ-ფაქტორზე საუბრობს, რომელმაც შესაძლოა მაღალმთიან აჭარაში, სოფლები რომლებიც ისედაც ეროზიული პროცესებით გამოირჩევიან, მეწყრული კერები კიდევ უფრო გააქტიუროს.

,,მთავარმა” გაარკვია, რომ აჭარის სატყეო სააგენტო სპეციალურ მწერსაჭერ ხაფანგებს ამონტაჟებს და პრობლემას ამ გზით ებრძვიან, თუმცა  უწყების პოლიტიკა  შეიძლება ითქვას უშედეგოა. ათასობით ხე ხულოს ტყეებიდან გასული წლის  ზამთარშიც გამოიტანეს. 

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში