ვინ გახდება აჭარის მთავრობის თავმჯდომარე? - უმაღლეს საბჭოში კანდიდატი შეარჩიეს

06 ივლისი 2018, 00:00 2142 ნახვა

უმაღლესი საბჭოს დეპუტატებს არჩევანი უკვე გაკეთებული აქვთ – ვინ უნდა იყოს მთავრობის თავმჯდომარე, თუმცა ამ წუთებშიც კონსულტაციებს მართავენ. სავარაუდოდ რამდენიმე საათში მათ არჩევანს გაასაჯაროვებენ და ამის შემდეგ წარუდგენენ კანდიდატს პრეზიდენტს.

თუმცა გუშინ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა განაცხადა, რომ გიორგი მარგველაშვილი კონსულტაციებს ნატოს სამიტიდან დაბრუნების შემდეგ გამართავს.

საკითხი მას შემდეგ გააქტიურდა, რაც სამი დღის წინ ზურაბ პატარაძემ თანამდებობიდან წასვლის შესახებ განცხადება გააკეთა. ამ მომენტისთვის ზურაბ პატარაძე მინისტრთა კაბინეტთან ერთად მოვალეობის შემსრულებლები არიან. წინ 2 კვირიანი ვადაა ახალი მთავრობის წარდგენამდე. 

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში