პირველადი შეფასებით, ამ ყველაფერს ხელი შეუწყო ტყის სისტემურმა ჭრამ - პრემიერ მინისტრი სტიქიის ზონაში

06 ივლისი 2018, 00:00 2141 ნახვა

„პირველადი შეფასებით, ჭარბმა ნალექმა გამოიწვია. თუმცა, ამ ყველაფერს ხელი შეუწყო ტყის სისტემურმა ჭრამ. ვინც ამით იყო დაკავებული, ამ ხალხსაც აუცილებლად მივხედავთ" - განაცხადა ჭუბერში ჩასულმა პრემიერ მინისტრმა.

პრემიერის ინფორმაციით, ადამიანები, ვისაც საშიშროება ემუქრებოდა  უსაფრთხო ადგილზეა გამოყვანილი, რამდენიმე ტურისტია დარჩენილი სასტუმროში და მათაც გამოიყვანს სამაშველო სამსახური. 

"ჭუბერში სტიქიამ კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ აუცილებელია, სწრაფი შეტყობინების სისტემები ყველგან გვქონდეს, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ , რომელიც ჭუბერში ვითარებას ადგილზე გაეცნო.მისი თქმით, გზის აღდგენის სამუშაოები წყლის დონის დაკლებისთანავე დაიწყება. 

„ველოდებით წყლის დონის დაწევას, რათა დაიწყოს გზის აღდგენის სამუშაოები. არსებობს ყველანაირი მობილიზაცია, რაც უკავშირდება სასმელი წყლის, საკვები პროდუქტების და მედიკამენტების შემოტანას. ასევე, გამოვიყვანეთ რამდენიმე ადამიანი სტიქიის ზონიდან. 

რაც შეეხება ნენსკრაჰესს, როდესაც გვექნება დასკვნა, თუ რას უკავშირდებოდა სტიქია, შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მამუკა ბახტაძე სოფელ ჭუბერში დრეს ჩავიდა, სტიქიის ზონაში ჩავიდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი. 

ამავე კატეგორიაში