თორნიკე რიჟვაძე ზურაბ პატარაძის შემცვლელად დასახელდა

06 ივლისი 2018, 00:00 7513 ნახვა

აჭარის საკანონმდებლო ორგანოს უმრავლესობამ, აჭარის მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატად თორნიკე რიჟვაძე დაასახელა.  

''პრეზიდენტის წარდგენის შემთხვევაში მზად ვარ განახლებული მთავრობით წარვუძღვე აჭარას -  განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

29 წლის რიჟვაძე დღემდე ენერგეტიკის ფონდის ხელმძღვანელია. იყო ენერგეტიკის მინისტრის მოადგილეც იყო, „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის“ დირექტორად კი 2017 წლის 26 დეკემბერს დაინიშნა.

ენერგეტიკის სამინისტრომდე, თორნიკე რიჟვაძე კომპანია „აჭარისწყალი ჯორჯიას“ იურიდიული დირექტორად მუშაობდა. 

​ჩV-ის მიხედვით, განათლება საქართველოსა და აშშ-ის უნივერსიტეტებში აქვს მიღებული, ფლობს ლონდონის სიტის უნივერსიტეტის სამართლის მაგისტრის ხარისხს.

კანდიდატი ჭარის უმაღლესი საბჭოს უმრავლესობამ ოფიციალურად წარადგინა (მისი ამ პოსტზე დანიშვნის შესახებ ზურაბ პატარაძის გადადგომამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია).

რიჟვაძე "ქართული ოცნების" რჩეულია, თუმცა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, კონსულტაციები აჭარის საკანონმდებლო ორგანოს ყველა ფრაქციასთან უნდა გაიაროს და მხოლოდ ამის შემდეგ წარადგინოს კანდიდატურა აჭარის საკანონმდებლო ორგანოში დასამტკიცებლად. 

როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დააანონსეს, კონსულტაციები ნატოს სამიტის შემდეგ, მარგველაშვილის ქვეყანაში დაბრუნებისთანავე დაიწყება. 

2018 წლის 4 ივლისს, აჭარის მთავრობის უკვე ყოფილმა თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ, თანამდებობიდან წასვლის შესახებ განაცხადა. წასვლის მიზეზები არ განმარტა, მხოლოდ ის თქვა, რომ პოსტის დატოვება გუნდის გადაწყვეტილებაა და ის როტაციის ნაწილია. როტაცია, ყოფილი თავმჯდომარემ ჯანსაღ პროცესად შეაფასა.  

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში