ენერგო-პრო ჯორჯიას განცხადებით ბათუმში ელექტროენერგიის მოხმარება, ბოლო ერთი წლის მაჩვენებლით, 25%-ით გაიზარდა

06 ივლისი 2018, 00:00 1546 ნახვა

ენერგო-პრო ჯორჯიას განცხადებით ბათუმში ელექტროენერგიის მოხმარება, ბოლო ერთი წლის მაჩვენებლით, 25%-ით გაიზარდა. ამის გამო ენერგოგადამცემი  ხაზი ,,ერგე პირველის“ რეკონსტრუქცია იგეგმება.  

შეხვედრაზე ითქვა, რომ ივლისსა და აგვისტოში ხაზების რეკონსტრუქცია იგეგმება, რომლის შედეგადაც ელექტროენერგიის მიწოდების ხარისხი გაუმჯობესდება. ძველი ანძები ახლით ჩანაცვლდება, თუმცა შესაძლოა სამუშაოებმა კერძო მესაკუთრეებთან დავა წარმოშვას.

საკითხზე იმსჯელეს ბათუმის მერიაში, შეხვედრას „ენერგოპრო ჯორჯიას“, საქართველოს ენერგომარეგულირებელი კომისიის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, თვიმმართველობისა  და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ამავე კატეგორიაში