ზაზა სარალიძე პროკურატურის წარმომადგენლებს დღეს შეხვდება

07 ივლისი 2018, 00:00 1534 ნახვა

სავარაუდოდ, დღეს გახდება ცნობილი თუ რა რადიკალურ ნაბიჯებზეა საუბარი, რომლის გადადგმის პირობაც ზაზა სარალიძემ რამდენიმე დღის წინ შს სამინისტროსგან მიიღო. ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის დავით სარალიძის მამის, პროკურატურის წარმომადგენლებთან შეხვედრა დღეს 13:00 საათზე ჩანიშნული. შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხება მიხეილ კალანდიას პასუხისგებაში მიცემასაც, რასაც სარალიძე ითხოვს. საუბრის მთავარი საკითხი ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიება იქნება.პროკურატურის წარმომადგენლებთან ზაზა სარალიძის შეხვედრას ასევე მისი ოჯახის ადვოკატი ნესტან ლონდარიძე დაესწრება. ამ წუთებში კი მკვლელობის საქმეზე პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია მორიგ სხდომას მართავ, კომისიის წევრები შსს - თანამშრომლებს უსმენენ.

ამათი საპარლამენტო უმრავლესობის და უმცირესობის წარმომადგენლებს შორის, ასევე გამომძიებლებთან გამოიწვია დეპუტატ ირაკლი აბესაძის მიერ დასმულმა კითხვებმა, თუ რა ფორმით შემოწმდა ჩხუბში მონაწილე მოზარდების ტელეფონები და რა ფორმით გამოიკითხა ხორავას ქუჩაზე მცხოვრებლები. სამინისტროს წარმომადგენლებმა დეპუტატის კითხვაზე უპასუხეს, რომ როგორც გამოკითხვები, ისე ტელეფონების შემოწმება პოლიციის შესახებ კანონით და ასევე ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ კანონის შესაბამისად განხორციელდა. მათივე განცხადებით, სწორედ აღნიშნული კანონების შესაბამისად, გამოიკითხა მოწმეები, გამოიკითხნენ მოზარდები, ხორავას ქუჩის მცხოვრებლები, თუმცა რიგ შემთხვევაში ოქმები და პატაკები წერილობით არ შედგენილა.

ამავე კატეგორიაში