პირველი კომენტარი მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატის რანგში

07 ივლისი 2018, 00:00 1380 ნახვა

“ქართული ოცნების პოლიტიკური გუნდის” რჩეულად  დასახელებისა და მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატის რანგში პირველივე კომენტარში თორნიკე რიჟვაძემ ცვლილებები არ გამორიცხა. ვინ დარჩება და ვინ წავა ზურაბ პატარაძის გუნდიდან?- არ დაუკონკრეტებია.

მხოლოდ ის თქვა, რომ   მიზანი ხარისხობრივი და თვისობრივი ცვლილებებია და უმაღლეს საბჭოსთან კონსულტაციების შედეგად, იმ შემადგენლობას შეარჩევს, რომელიც რეგიონში არსებულ გამოწვევებს თავს გაართმევს ადეკვატურად.  რაც შეეხება  პრეზიდენტის პოზიციას?  მას იმედი აქვს, რომ გიორგი მარგველაშვილის რჩეულიც გახდება, რადგან  ქვეყნის მთავარსარდალი პოლიტიკურ კრიზისს არ შექმნის.  თორნიკე რიჟვაძეს ჰესებთან დაკავშირებითაც მოუხდა განმარტების  გაკეთება.  

ამავე კატეგორიაში