თორნიკე რიჟვაძე ცვლილებებს არ გამორიცხავს

07 ივლისი 2018, 00:00 4233 ნახვა

“ქართული ოცნების” მიერ მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატად დასახელებული 29 წლის თორნიკე რიჟვაძე ცვლილებების განხორციელებას არ გამორიცხავს. ვინ დარჩება და ვინ წავა ზურაბ პატარაძის გუნდიდან?-მას არ დაუკონკრეტებია. მხოლოდ თქვა, რომ   მიზანი ხარისხობრივი და თვისობრივი ცვლილებებია და უმაღლეს საბჭოსთან კონსულტაციების შედეგად, იმ შემადგენლობას შეარჩევს, რომელიც რეგიონში არსებულ გამოწვევებს თავს გაართმევს ადეკვატურად. 

რაც შეეხება  პრეზიდენტის პოზიციას?  მას იმედი აქვს, რომ გიორგი მარგველაშვილის რჩეულიც გახდება. თორნიკე რიჟვაძეს ჰესებთან დაკავშირებითაც მოუხდა განმარტების  გაკეთება. სწორედ მისი მოღვაწეობის პერიოდში იმართებოდა საპროტესტო აქციები, რომლებშიც 12 სოფლის მოსახლეობა მონაწილეობდა. 2013 -2017 წლებში თორნიკე რიჟვაძე აჭარისწყალი ჯორჯიას ჯერ იურიდიული მრჩეველი შემდეგ კი კომპანიის დირექტორი იყო. ეს კომპანია მდინარე აჭარისწყალზე ჰიდროელექტრო სადგურებს აშენებს. კანდიდატად წარდგენამდე ის ენერგეტიკის ფონდს ხელმძღვანელობდა.

იყო ენერგეტიკის მინისტრის მოადგილეც, „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის“ დირექტორად კი 2017 წლის 26 დეკემბერს დაინიშნა. განათლება საქართველოსა და აშშ-ის უნივერსიტეტებში აქვს მიღებული, არის ლონდონის "სიტის" უნივერსიტეტის სამართლის მაგისტრი.

ამავე კატეგორიაში