მთავარი პროკურატურა ზაზა სარალიძემ უკომენტაროდ დატოვა

07 ივლისი 2018, 00:00 1500 ნახვა

პროკურატურიდან გამოსვლის შემდეგ ზაზა სარალიძეს ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებია. გააგრძელებს თუ არა პროტესტს და რა პასუხი მიიღო მის მთავარ მოთხოვნაზე არ უსაუბრია. შეხვედრის დეტალებზე არ საუბრობს არც ადვოკატი, ნესტან ლონდარიძის თქმით გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე ვერ ისაუბრებს.

დღევანდელი შეხვედრის ერთ - ერთმი ინიციატორის სახალხო დამცველის განცხადებით საუბარი შეეხო სტრატეგიას, ნინო ლომჯარიას თქმით ამ ეტაპზე პროცესები სწორი მიმართულებით მიმდინარეობს, თუმცა რამდენად შედეგიანი იქნება გამოძიება ამაზე წინასწარ საუბარი უჭირს. სახალხო დამცველის თქმით ამ ეტაპზე პროკურატურას არ მიუღია ის რეკომენდაციები, რაც სპეციალურმა საგამოძიებო კომისიამ შეიმუშავა.

ამავე კატეგორიაში