ვიცე-სპიკერის აღიარება

08 ივლისი 2018, 00:00 1497 ნახვა

აჭარის  მთავრობის თავმჯდომარეობის  კანდიდატის შერჩევის პროცესში პარტია "ქართული ოცნების" ლიდერი, ბიძინა ივანიშვილი პირადად იყო ჩართული.  ინფორმაცია  პარლამენტის ვიცე-სპიკერმა  გადაცემა "მთავარი აჭარაში" დაადასტურა. 

ილია ნაკაშიძე არც ის უარყო, რომ თორნიკე რიჟვაძის კანდიდატურას თავად მხარს არ უჭერდა, თუმცა საბოლოოდ გადაწყვეტილება პარტიაში ერთსულოვნად მიიღეს.   მან არ გამორიცხა, რომ  ზურაბ პატარაძის პოსტიდან წასვლა  უკავშირდებოდეს   პრემიერის   თანამდებობიდან გიორგი კვირიკაშვილის გადადგომას, რადგან პატარაძე  კვირიკაშვილის გუნდის წევრად მოიაზრებოდა.

ამავე კატეგორიაში