ვითარება სტიქიის ზონაში

08 ივლისი 2018, 00:00 1605 ნახვა

გეოლოგები ჭუბერში სტიქიური მოვლენების განმეორების საფრთხეს გამორიცხავენ. მათი შეფასებით, მდინარე ნენსკრა დინების საშუალო ნორმას კალაპოტს უბრუნდება. ტერიტორიაზე , რომელიც ადიდებულმა წყალმა დააზიანა, მეოთხე დღეა სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს. მობილიზებულია ათობით მძიმე ტექნიკა, რომელთა ნაწილიც მდინარის ნაპირების გამაგრებაზე მუშაობს. ღვარცოფის შედეგად მოგროვებული ჭარბი ინერტული მასალისგან კალაპოტი იწმინდება.

ჭუბერისკენ უკვე მიემართება თავდაცვის სამინისტროს ტექნიკა, სტიქიის ზონაში ასევე სამხედრო ხიდს ელოდებიან. ტერიტორიაზე სადაც სამი სახლი სტიქიის საშიშ ზონაში რჩება, მხოლოდ ერთი ტექნიკა მუშაობს. ამ დრომდე ჭუბერის მოსახლეობის ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდება. შეგახსენებთ, მდინარე ნენსკრა  ჰოკრილის  მთის ჩამოშლის შედეგად  რამდენიმე დღის წინ ადიდდა და ხეობის ნაწილი დატბორა. დაინგრა 3 სახლი და მიიტაცა ხიდები და მიწის ნაკვეთები.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში