რა შეემთხვათ ხადას ხეობაში აშშ-ის მოქალაქეებს?

08 ივლისი 2018, 00:00 2801 ნახვა

ამ დრომდე ეძებენ მაშველები ხადას ხეობაში დაკარგულ 4 წლის ბავშვს. ამერიკის მოქალაქეები, რაიან და ლორა სმიტები, რომელთა ცხედრებიც მაშველებმა დუშეთის მუნიციპალიტეტში, ხადას ხეობაში იპოვეს, შესაძლოა, მოკლულები იყვნენ. ამ ინფორმაციას ექსკლუზიურად ინტერნეტგამოცემა “მთის ამბები” ავრცელებს. მათი 4 წლის შვილს ამ დრომდე უშედეგოდ ეძებენ.

როგორც ხადას ხეობის მცხოვრებლებმა „მთის ამბებს“ უთხრეს, მამაკაცის ცხედარს, რომელიც მაშველებმა ჩანჩქერის მიმდებარე ტერიტორიაზე იპოვეს, არაფერი ეცვა და დაზიანებები აღენიშნებოდა. „მთის ამბების“ ექსკლუზიური ინფორმაციით, ამერიკის მოქალაქეები, რომლებიც სოფელ წკერესთან ახლოს, კარავში იყვნენ დაბანაკებული, ჩანჩქერთან, მიმდებარე ტერიტორიაზე მომუშავე 19 წლის მწყემსმა მიაცილა, რომელიც ხადას ხეობის მცხოვრები არ არის. ადგილობრივების ინფორმაციით, მკვლელობის მოტივი შესაძლოა ქალის მიმართ ძალადობა გამხდარიყო, რასაც მისი ქმარი შეეწინააღმდეგა.   სამძებრო სამუშაოები ხადას ხეობაში,  ხვალ, დილის 7 საათიდან განახლდება.

ამავე კატეგორიაში