საქართველოს პრეზიდენტი რეჯებ თაიფ ერდოღანის ინაუგურაციას დაესწრება

09 ივლისი 2018, 00:00 1526 ნახვა

საქართველოს პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანის ინაუგურაციას დაესწრება და საზეიმო ცერემონიაში მიიღებს მონაწილეობას.  ანკარის აეროპორტში, საქართველოს პრეზიდენტის საპატიო დახვედრის შემდეგ, გიორგი მარგველაშვილი და ქართული დელეგაციის წევრები  თურქეთის პრეზიდენტის სასახლეში სხვავასხვა ქვეყნის 20  პრეზიდენტთან, 10 პრემიერ-მინისტრთან და 5 პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად  საინაუგურაციო ცერემონიას დაესწრებიან.

ანკარაში, თურქეთის პრეზიდენტის ინაუგურაციის დასრულების შემდეგ, რეჯეფ თაიფ ერდოღანი გიორგი მარგველაშვილს და სახელმწიფო დელეგაციების მეთაურებს ოფიციალურ სადილზე უმასპინძლებს. 
 

ამავე კატეგორიაში