ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

09 ივლისი 2018, 00:00 2077 ნახვა

ბათუმი-ახალციხის დამაკავშირებელი გზის 85-ე კილომეტრის  დამეწყრილ გზაზე აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის მიხედით 120 მეტრზე საყრდენი კედელი ჩამოასხეს. გაკეთდა გაბიონი. ამ ეტაპზე მოასფალტებისთვის მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს. პროცესი სრულად კვირის ბოლოს უნდა დასრულდეს.

სამუშაოებისთვის დაახლოებით 2 მილიონამდე ლარი დაიხარჯება. ბათუმი-ახალციხის დამაკავშირებელი გზის შუა სოფლის მონაკვეთზეც მეწყრის შედეგად დაზიანებული გზის აღდგენა მიმდინარეობს. ბათუმი-ახალციხის ცენტრალური მონაკვეთის ნაწილი 90-იანი წლებიდან დაზიანებულია. 

ამავე კატეგორიაში