პრეზიდენტთან კონსულტაციების მოლოდინი

09 ივლისი 2018, 00:00 1810 ნახვა

გიორგი მარგველაშვილი აჭარაში ნატოს სამიტის შემდეგ ჩამოვა. შესაბამისად, ოფიციალური კონსულტაციები აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე შესარჩევ კანდიდატთან დაკავშირებით, შესაძლოა,  13 ივლისიდან დაიწყოს. უმაღლესი საბჭოს ქართული ოცნების წარმომადგენლები პრეზიდენტისგან მოულოდნელ გადაწყვეტილებას არ ელოდებიან და  ფიქრობენ, რომ გიორგი მარგველაშვილი მათ მიერ შერჩეულ  კანდიდატურას, თორნიკე რიჟვაძეს დაასახელებს.

თორნიკე რიჟვაძე, პრეზიდენტის მიერ დასახლების შემთხვევაში, დეპუტატების წინაშე განახლებული მინისტრთა კაბინეტით უნდა წარსდგეს. მას დასამტკიცებლად 11 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება. უმაღლეს საბჭოში ქართულ ოცნებას 14 წევრი ჰყავს.

ამავე კატეგორიაში