პრემიერ მინისტრი მთავრობის ახალ შემადგენლობას დღეს დაასახელებს

11 ივლისი 2018, 00:00 2352 ნახვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე მთავრობის ახალ შემადგენლობას დღეს დაასახელებს. დღესვე „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოსა და უმრავლესობის სხდომები გაიმართება.

მთავრობას ნდობის მისაღებად 76 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება. საკანონმდებლო ორგანო პროცედურას 12 ივლისს დაიწყებს და 14 ივლისს დაასრულებს.

ცვლილებების მიხედვით, 10 სამინისტრო და ერთი სახელმწიფო მინისტრის აპარატი იმუშავებს. 

კულტურისა და სპორტის სამინისტრო შეერწყმება განათლების სამინისტროს. სასჯელაღსრულების სამინისტრო – იუსტიციის სამინისტროს. ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, დევნილთა და განსახლების სამინისტრო უქმდება და მისი ფუნქცია სამ სხვადასხვა უწყებაზე გადანაწილდება.

არსებული ინფორმაციით, მთავრობის შემადგენლობიდან თანამდებობას რამდენიმე
მინისტრი შეინარჩუნებს, სავარაუდოდ თეა წულუკიანი, ქეთევან ციხელაშვილი, გიორგი გახარია, მაია ცქიტიშვილი, ლევან დავითაშვილი, დავით ზალკანიანი, დავით სერგეენკო, ლევან იზორია.

შესაძლოა თანამდებობა დატოვონ მიხეილ ჩხენკელმა, მიხეილ გიორგაძემ, სოზარ სუბარმა და კახა კახიშვილმა. 

განახლებული:

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში