ნატო-ს რიგით 29-ე სამიტი

11 ივლისი 2018, 00:00 1907 ნახვა

ნატო-ს რიგით 29-ე სამიტი. ნატო-საქართველოს ურთიერთობის ისტორიაში პირველად, ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის სამიტში საქართველო უმაღლეს დონეზე მიიღებს მონაწილეობას. ბრიუსელში საქართველოს მხარდამჭერი განცხადებები უკვე გაკეთდა. გენერალური მდივანი ამბობს, რომ ალიანსი აღიარებს საქართველოს პროგრესს და ეს დეკლარაციაშიც ჩაიწერება.

მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა ამერიკის შეერთებულმა შტატებმაც. ქართულ დელეგაციას გიორგი მარგველაშვილი ხელმძღვანელობს. ასევე საქართველოს მხარდასაჭერად ჩრდილოატლანტიკურ საბჭოს 49 ორგანიზაცია მიმართავს. “ნატოს სამიტზე საქართველოს პროგრესი აღიარებული იქნება ღია კარის პოლიტიკის კონტექსტში და ყველანაირი პრაქტიკული ინსტრუმენტები არსებობს იმისთვის, რომ საქართველო ნატო-ს წევრი ქვეყანა გახდეს”-ასეთია ქართული მხარის მოლოდინი.

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში