მამუკა ბახტაძე „ქართული ოცნების“ უმრავლესობას განახლებულ გუნდს წარუდგენს

11 ივლისი 2018, 00:00 1745 ნახვა

14 მინისტრიდან ვინ შეინარჩუნებს პოსტს მინისტრთა კაბინეტში - ეს ხვალ გაირკვევა. მამუკა ბახტაძე მცირე მთავრობის შემადგენლობას ხვალ დაასახელებს. თუმცა მანამდე ვრცელდება ინფორმაცია, რომ  განათლების მინისტრ მიხეილ ჩხენკელს მიხეილ ბათიაშვილი ჩაანაცვლებს.

ახალი ხელმძღვანელები ეყოლება ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროებს. ,,ქართული ოცნების” დეპუტატთა ნაწილი მინისტრთა კაბინეტის სავარაუდო ახალ სახეებს  და მათ საქმიანობას არ იცნობს. ოპოზიციაში კი აცხადებენ, რომ მთავრობის განახლებულ გუნდში ის დარჩება ვინც პარტიის თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილისთვის მისაღებია. 

ამავე კატეგორიაში