სოფელ მუხაესტატეს მცხოვრებლები სასმელი წყლის მიწოდებას ითხოვენ. ადგილობრივები ამბობენ, პრობლემა რამდენიმე წელია არსებობს, 5 დღეა კი წყალი საერთოდ არ მიეწოდებათ. აქამდე მოსახლეობა წყალს ერთ-ერთი ადგილობრივის ჭიდან ეზიდებოდა, სადაც წყლის დონე შემცირდა.
მოსახლეობამ დღეს საპროტესტო აქცია გამართა. მათ აიპი ქობულეთის წყლის ხელმძღვანელი და მერის მოადგილე შეხვდნენ. მათი განმარტებით, სოფელში წყალსადენი სისტემის მილები იცვლება, რის გამოც წყლის მიწოდება შეფერხდა. თუმცა მისივე თქმით, გვალვების გამო წყლის დეფიციტია და წყალმომარაგება სოფელს გრაფიკით ექნება.