საქართველოს პრეზიდენტი ნატო-ს სამიტის ფარგლებში ამერიკის პრეზიდენტს შეხვდა

12 ივლისი 2018, 00:00 1521 ნახვა

საქართველოს პრეზიდენტი ნატო-ს სამიტის ფარგლებში ამერიკის პრეზიდენტს შეხვდა. საუბრის მთავარი თემა იყო: ორმხრივი პატრნიორობის გაძლიერება, რუსეთის ფაქტორი და საქართველოს ინტეგრაცია ნატოში.

მოგვიანებით კი გიორგი მარგველაშვილი საფრანგეთის პრეზიდენტს შეხვდა. სამიტის ერთობლივი კომუნიკეს შემდეგ, როგორც დაგეგმილი იყო საქართველოს შესახებ ალიანსმა ცალკე დეკლარაცია მიიღო.

8 პუნქტიან დოკუმენტში ნატოს ლიდერები სრულ მხარდაჭერას უცხადებენ საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ნატო-საქართველოს კომისიის დეკლარაციაში გზავნილებია რუსეთის მისამართით. 

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში