სარფის დასახლებაში მოსახლეობას სასმელი წყალი ერთ თვეში ახალი ავზებიდან მიეწოდება
12 ივლისი 2018,
00:00
1619 ნახვა
სარფის დასახლებაში მოსახლეობას სასმელი წყალი ერთ თვეში ახალი ავზებიდან მიეწოდება. სათავე ნაგებობისა და მაგისტრალის რეაბილიტაციის მე-2 ეტაპის სამუშაოები დაიწყო. სამუშაოებისთვის 147 ათასი ლარია გამოყოფილი და პროექტი სრულად 5 თვეში დასრულდება.