საქართველოს პრეზიდენტი ნატოს სამიტზე

12 ივლისი 2018, 00:00 1682 ნახვა

,,საქართველომ ძალიან ნათლად წარმოადგინა თავისი ხედვა ნატოსთან მიმართებაში და აღნიშნა, რომ საქართველო ყველა ფორმატში იდგა ნატოს გვერდით”-ამ სიტყვებით შეაფასა აქართველოს პრეზიდენტმა ნატოს ორ დღიანი სამიტი.

გიორგი მარგველაშვილმა  შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე არასწორი უწოდა თეორიას, რომ 2008 წელს, რუსეთ-საქართველოს  ომი წახალისებული და პროვოცირებული იყო ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებით. არგუმენტად კი გიორგი მარგველაშვილმა დაასახელა, ის რომ საქართველოს ორივე რეგიონის ოკუპაცია 1990- იან წლებში დაიწყო, როცა არ ჰქონდა საქართველოს დაფიქსირებული საკუთარი მისწრაფებები ღიად.

გიორგი მარგველაშვილმა რუსულ პროპაგანდასა და ჰიბრიდულ ომზეც გააკეთა აქცენტი.

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში