''მნიშვნელოვანია მოქალაქეებმა იცოდნენ რა პრინციპით გვყავს ან აღარ გვყავს უმაღლესი თანამდებობის პირები'' - გიორგი მარგველაშვილი

13 ივლისი 2018, 00:00 1892 ნახვა

''ჩემთვის დღემდე პასუხგაუცემელია კითხვები რა არგუმენტით წავიდა პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი. რა იყო ასეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების საფუძველი'' - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა აჭარის უმაღლეს საბჭოში განაცხადა. გიორგი მარგველაშვილის შეფასებით, მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირების მიერ თანამდებობის ასეთი ფორმით დატოვება შეურაცხმყოფელია და დემოკრატიული პოლიტიკის პროცესის საწინააღმდეგოა.

''ყველა ოპოზიციურმა პარტიამ ერთსულოვნად მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა ოპოზიციურ პლატფორმაზე არიან გამოხატეს აღშფოთება და  შეშფოთებაც გიორგი კვირიკაშვილის და შემდეგ ბატონი პატარაძის პოლიტიკიდან წასვლაზე. ბუნებრივია, შეიძლება ოპოზიციას არ მოწონდა და არ იყვნენ კვირიკაშვილის და პატარაძის მხარდამჭერები,  მაგრამ პოლიტიკური თანამდებობიდან წასვლა, ისე, რომ არ უხსნი საზოგადოებას, რატომ მიდიხარ, ერთის მხრივ შეურაცხმყოფელია, მეორეს მხრივ არის დემოკრატიული პოლიტიკის პროცესის საწინააღმდეგო'' - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა. 

გიორგი მარგველაშვილის თქმით, მნიშვნელოვანია საქართველოს მოქალაქეებმა იცოდნენ რა პრინციპით გვყავს, ან აღარ გვყავს უმაღლესი თანამდებობის პირები.

ამავე კატეგორიაში