პრეზიდენტის კომენტარი კვირიკაშვილისა და პატარაძის გადადგომის შესახებ

13 ივლისი 2018, 00:00 1876 ნახვა

გიორგი მარგველაშვილს დღეს შეკითხვები ჰქონდა დეპუტატებთან. პრეზიდენტი დაინტერესდა, თუ რატომ დატოვა ზურაბ პატარაძემ თანამდებობა. უმრავლესობის წევრებმა პრეზიდენტს განუმარტეს, რომ რეგიონის ყოფილმა პირველმა პირმა გადაწყვეტილება თავად მიიღო.

გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, პოლიტიკური თანამდებობიდან წასვლა, ისე რომ, არ აუხსნა საზოგადოებას რატომ მიდიხარ, ერთის მხრივ შეურაცხმყოფელია, ხოლო მეორეს მხრივ არის დემოკრატიული პოლიტიკური პროცესის საწინააღმდეგო. მისი თქმით, მნიშვნელოვანია მოქალაქეებმა იცოდნენ, რა პრინციპით ტოვებენ უმაღლესი თანამდებობის პირები პოსტს. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ დღემდე პასუხგაუცემელია კითხვა, რა არგუმენტით წავიდა პრემიერ-მინისტრი, რა იყო ასეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების საფუძველი. 

ამავე კატეგორიაში