ვინ იქნება თორნიკე რიჟვაძის გუნდში? - კონსულტაციები „ქართულ ოცნებასთან“ გუშინ გაიმართა

13 ივლისი 2018, 00:00 2160 ნახვა

პრეზიდენტთან კონსულტაციების დაწყებამდე უმაღლესი საბჭოს უმრავლესობა თორნიკე რიჟვაძეს შეხვდა და სამთავრობო ცვლილებებზე ესაუბრა. კონსულტაციები მინისტრთა კაბინეტის დაკომპლექტებას ეხებოდა. ''ქართულ ოცნებაში'' ადასტურებენ, რომ გუნდის ახალი სახეების შერჩევა უკვე მიმდინარეობს.

უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის განცხადებით, სამთავრობო ცვლილებები იგეგმება და მინისტრთა ნაწილი თანამდებობას სავარაუდოდ დატოვებს. დავით გაბაიძის თქმით, წარდგენის შემთხვევაში თორნიკე რიჟვაძე დეპუტატებთან საკუთარი სამოქმედო გეგმით წარსდგება. კონსტიტუციის ახალი რედაქციით, უმაღლესი საბჭო მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატს, მინისტრობის კანდიდატებთან ერთად განიხილავს და ნდობის გამოცხადებაც ერთი კენჭისყრით ხდება.   

ამავე კატეგორიაში