სამოქალაქო სექტორის ნაწილის შეთავაზება პრეზიდენტს

13 ივლისი 2018, 00:00 6711 ნახვა

საინიციატივო ჯგუფი საქართველოს პრეზიდენტთან  გიორგი მარგველაშვილთან შეხვედრას ითხოვს. ჯგუფის წევრები ბათუმის ბულვარში შეიკრიბნენ და პრეზიდენტს აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოზიციაზე მათ მიერ წარდგენილი კანდიდატის განხილვის თხოვნით მიმართეს. ისინი მხარს გოჩა გუგუნავას უჭერენ, რადგან მიიჩნევენ, რომ იგი  აჭარის პრობლემებს კარგად იცნობს, ასევე, ადგილობრივების ნდობით სარგებლობს.

შეკრებილებს შორის იყო „ქართული ოცნების“ წევრი და ბათუმის საკრებულოს ყოფილი დეპუტატი თამაზ თურმანიძე. მისი თქმით,  ქართულ ოცნებაში, მათ შორის უმაღლეს საბჭოში არიან ადამიანები, რომლებიც  თორნიკე რიჟვაძეს მხარს არ უჭერენ.  ყოფილი დეპუტატი  მათ ურჩევს,  პოზიცია ღიად დააფიქსირონ. შეხვდება თუ არა საქარველოს პრეზიდენტი საინიციატივო ჯგუფის წევრებს, ჯერ უცნობია. 

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში