ძალოვანი მინისტრობის კანდიდატების მოსმენა კომიტეტებში

13 ივლისი 2018, 00:00 1948 ნახვა

მინისტრთა კაბინეტის განახლებულ შემადგენლობას დღეს გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე მოუსმინეს. ოპოზიცია კრიტიკული იყო თეა წულუკიანის მიმართ. იუსტიციის მინისტრის კანდიდატს ევროპული საქართველოს წევრმა უნდობლობა გამოუცხადა. დეპუტატების შეკითხვებს უპასუხა თავდაცვის მინისტრმა. უწყებაში განხორციელებული რეფორმების გარდა, დღეს განმარტებები ლევან იზორიამ პეტრე დევრიშაძის ტენდერებში მონაწილეობაზეც გააკეთა.

თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა თქვა, რომ უხერხულია როცა ტენდერებში ჯაშუშობაში ბრალდებული მონაწილეობს და მიზეზად კანონმდებლობის ხარვეზს ასახელებს. მინისტრობის ერთადერთი კანდიდატი  რომელმაც უწყებაში არსებულ გარკვეულ პრობლემებზე ისაუბრა გიორგი გახარია იყო. მამუკა ბახტაძე მზადაა, აიღოს  პოლიტიკური პასუხისმგებლობა იმ რეფორმების გასატარებლად, რომელსაც მისი გუნდი აანონსებს.

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში